ქრთამის აღება

გუბერნატორი ბორჯომის მერზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე: სამწუხაროა, ადამიანურად მიმძიმს

"სამწუხარო ფაქტია, ადამიანურად მიმძიმს კიდეც ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება",-ასე ეხმაურება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშილი, ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიასა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის დაკავების ფაქტს.

"თუმცა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არ არსებობს პრივილეგირებული თანამდებობის პირები და ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება",-თქვა ამირანაშვილმა. 

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ, 28 თებერვალს, ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სუს-ის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა კი დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

კომენტარები