"ფარმსახლი" პენსიონერებს უფასო პირბადეებს ურიგებს

სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" პენსიონერებს სამედიცინო ნიღბებს, იგივე პირბადეებს უფასოდ დაურიგებს.

პირბადეების მისაღებად, "ფარმსახლის" აფთიაქებში საპენსიო ბარათის წარდგენაა საჭირო.

პირბადეების დეფიციტისა და გაზრდილი ფასების გამო 27 თებერვლიდან აიკრძალა ნებისმიერი რაოდენობის პირბადის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნა.

საქართველოს ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აკრძალვის მიუხედავად პირბადის გაგზავნის შემთხვევაში, გზავნილი ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას ექვემდებარება გზავნილის ღირებულების ანაზღაურების გარეშე.

საქართველოში პირბადეებზე დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და 26 თებერვალს საქართველოშიც დაფიქსირდა.

კომენტარები