კორონავირუსის გამო ნავთობის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე შემცირდა

wordpress.com

მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირება დღესაც გაგრძელდა. ბოლო დღეებში ნავთობის ფასმა რამდენიმე მინიმუმი განაახლა. დღეს Brent-ის მარკის აპრილის ფიუჩერსების ფასი 50 დოლარს ჩამოცდა. 

ბოლოს ესე ცოტა ნავთობი 2017 წლის ივლისში ღირდა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასი. აპრილის ფიუჩერსების ფასმა 45 დოლარი შეადგინა. კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა. დაავადების გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთთან მიმოსვლა რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდა. 

შედეგადად, იკლო ავიარეისებისა და სარკინიგზო გადაზიდვების რიცხვმა, რამაც პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი 21%-ით არის შემცირებული. 

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოთა [OPEC] შეხვედრა გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მხარეები ნავთობის მოპოვებას მკვეთრად შეამცირებენ, რამაც ფასი უნდა დაასტაბილუროს.

კომენტარები