რომან პოლანსკი

რომან პოლანსკიმ César-ის დაჯილდოებაზე მისვლაზე უარი თქვა

Variety

28 თებერვალს César-ის დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც რომან პოლანსკი არ დაესწრება. 

რეჟისორის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო იმისთვის, რომ თავისი მეგობრები და კოლეგები აქტივისტების თავდასხმისგან დაიცვას. 

"ბოლო დღეების განმავლობაში მეკითხებიან César-ს თუ დავესწრები. გიპასუხებთ შეკითხვით - როგორ შემიძლია, ეს გავაკეთო? აქტივისტები უკვე მემუქრებოდნენ სახალხო დამცირებით."

შეგახსენებთ, რომ პოლანსკი გაუპატიურებაში 1977 წელს დაადანაშაულეს. მას შემდეგ პოლანსკი აშშ-ს ტერიტორიაზე ძებნაშია გამოცხადებული. მიუხედავად ამისა ბევრი მსახიობი მასთან საზღვარგარეთ თანამშრომლობს, მათ შორის: ჰარისონ ფორდი, სიგურნი უივერი, კეიტ უინსლეტი და სხვები. 

1977 წელს პოლანსკის სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. მსხვერპლის თქმით, რეჟისორმა მას ნარკოტიკები მიაღებინა შემდეგ კი გააუპატიურა. სასამართლოში პოლანსკის, შეთანხმების მიხედვით, ბრალის აღიარების შემდეგ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ, თუმცა მოსამართლე შეთანხმებას არ დასთანხმდა და პოლანსკი ლოს ანჯელესიდან საფრანგეთში გაიქცა. 

კომენტარები