რუსეთი

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს ავარჯიშებენ [VIDEO]

27 თებერვალს, ლენინგრადის ოლქის მთავრობის სხდომაზე, სპეციალურად მოწვეულმა ე.წ. ჩირლიდერებმა ადგილობრივი მთავრობის წევრებისთვის ვარჯიშები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dozhd ავრცელებს.

როგორც დამოუკიდებელი მედია წერს, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა ე.წ. ჩირლიდერებთან ერთად ლენინგრადის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი იალოვის ეკონომიკისა და ინვესტიციების შესახებ სიტყვით გამოსვლამდე მუსიკის ფონზე ივარჯიშეს. 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებმა სტუმრებს ასეთი სავარჯიშოების ჩატარება ყოველი შეხვედრის წინ შესთავაზეს.

კომენტარები