კორონავირუსი - ბოლო კვირაში მეტი განიკურნა, ვიდრე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

CNBC

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერებისა და ინჟინერიის ცენტრის თანახმად, 19 თებერვლის შემდეგ ყოველდღიურად კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების რიცხვი აჭარბებს ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას.

დღეს, 27 თებერვალს, კორონავირუსის 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამავდროულად, 2 700 პაციენტი განიკურნა.

ამ დროისათვის, მსოფლიოში სულ 82 171 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 33 129 პაციენტი განიკურნა, ხოლო 2 804 ფატალურად დასრულდა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი, 78 497 შემთხვევა კონტინენტურ ჩინეთში გამოვლინდა, 1 595 სამხრეთ კორეაში, ხოლო 435 იტალიაში.

 

კომენტარები