რუსეთი

რუსეთის ბავშვთა საავადმყოფოების ნახევარში არ არის გათბობა, მესამედში კანალიზაცია

telegraph.co.uk

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა, საბავშვო სამედიცინო დაწესებულების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ბავშვებს მთელი რუსეთის მასშტაბით 111,865 დაწესებულებაში უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყოველი მეშვიდე შენობა [14%] ავარიულ მდგომარეობაშია. ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვებისთვის განუთვნილ ყოველ მესამე [30%] დაწესებულებაში არ არის წყალგაყვანილობა და კანალიზაცია [35%]. 

ნახევარზე მეტ [52%] დაწესებულებებს არ მიეწოდება ცხელი წყალი, თითქმის ამდენივეში არ არის ცენტრალური გათბობა. ამის გარდა, ბაშვებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დაწესებულებების თითქმის ნახევარი [47%] არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

რუსეთში ამ დროისთვის ვლადიმერ პუტინის მიერ, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. სხვა ცვლილებებთან ერთად, რუსეთის ახალ კონსტიტუციაში ბავშვებს მიენიჭებათ სპეციალური სტატუსი. 

შეთავაზების მიხედვით, კონსტუტიციაში გაწერილი იქნება სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები ბავშვების წინაშე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდაზე ჯანსაღ გარემოში.

კომენტარები