რკინიგზის პრივატიზება

მაჭავარიანი რკინიგზის პრივატიზებაზე: შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს" რკინიგზის შესაძლო პრივატიზაციაზე ისაუბრა.

"შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი," - ამბობს ფინანსთა მინისტრი და განმარტავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რკინიგზის არა მთლიან, არამედ გარკვეული კომპონენტების პრივატიზაციაზე:

"არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ობიექტის ძირითადი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ხელში რჩება და გადაზიდვები, მათ შორის “ტრეიდინგი” არის კომერციალიზირებული. ამას "ანბანდლინგს" უწოდებენ. ამ დროს, როგორც ყოველთვის, ეფექტურობა მეტია ხოლმე," - აცხადებს მაჭავარიანი.

რკინიგზის პრივატიზაციას გამოეხმაურენ მთავრობის სხვა მინისტრებიც. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, "რაიმე სახის პრივატიზაციაზე საუბარი ძალიან ადრეა."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს." სანაცვლოდ, თურნავას თქმით, მაჭავარიანი საუბრობდა "რესტრუქტურიზაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს რკინიგზასთან მიმართებაში."

კომენტარები