თბილისის მერია

2021-დან მერია თბილისის გარკვეულ ზონებში საბურავების, ჯართის რეალიზაციას კრძალავს

2021 წლის პირველი იანვრიდან "საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში" აიკრძალება მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია.

"არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი," - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

მისი თქმით, მერიამ ერთი წლის წინ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც ამოქმედდა სანქციები"სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით."

კალაძის განცხადებით, კანონმა "ძალიან ეფექტიანად იმუშავა."

"სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა," - ამბობს თბილისის მერი.

თბილისის მერმა აგრეთვე შესაბამის სამსახურებს დაავალა, იმ ადამიანებს, ვისაც ახალი რეგულაციები შეეხებათ, მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია.

"მათ სავაჭრო საქმიანობის კანონმდებლობით დაშვებულ ადგილებში გასაგრძელებლად, გონივრული ვადა მიეცემათ," - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

კომენტარები