ჰოსნი მუბარაქი

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოსნი მუბარაქი

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, კაიროში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუბარაქის მთავრობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაემხო. რევოლუციის შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის მომიტინგეთა დახოცვაში თანამონაწილეობის გამო დააპატიმრეს. 2012 წელს მას 239 დემონსტრანტის მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2017 წელს ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მას თითქმის ყველა წაყენებული ბრალი მოუხსნა და ამავე წლის მარტში ის გაათავისუფლეს.

მუბარაქს მიმდინარე წლის იანვარში ოპერაცია ჩაუტარდა. ის კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

კომენტარები