ჰოსნი მუბარაკი

მუბარაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ეგვიპტის უშიშროების თანამდებობის პირის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაკარგა გონება. ამჟამად იგი კაიროს ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით,  ცოლმა და ოჯახის სხვა წევრებმა ავამყოფი მუბარაკი მას შემდეგ  მოინახულეს რაც გარდაცვალების შესახებ ხმები გავრცელდა.

2 ივნისს სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, იმის გამო რომ გასული წლის აჯანყებისას მომიტინგეთა მკვლელობების აღსაკვეთად საჭირო ზომები არ მიიღო.

უშიშროების თანამდებობის პირი, რომელის თქმითაც მუბარაკი მძიმედ არის ავად, მედიასთან ანონიმურობის დაცვით საუბრობს, ვინაიდან მას ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვს. 

კომენტარები