ჯეიმს განმა Suicide Squad-ის გადაღებები შეაჩერა, რომ დრო თავის ძაღლთან ერთად გაეტარებინა
tbl.ge/4h06
დაკოპირდა
რეჟისორმა ჯეიმს განმა ინსტაგრამზე თავისი ძაღლის უესლის, რომელიც წინა კვირას გარდაიცვალა, ფოტოები გამოაქვეყნა და ტექსტი მიუძღვნა. იმისთვის, რომ თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად მეტი დრო გაეტარებინა განმა ფილმის Suicide Squad გადაღებები შეაჩერა და ერთი კვირით გადადო.
"17 წელი ჩემთან ერთად იყავი. მსოფლიოში არავისთან გამიტარებია იმდენივე დრო, რამდენიც - შენთან. ჩემთან ერთად მსოფლიოს უამრავ ადგილას იცხოვრე. ლონდონში, ლოს ანჯელესში, მალიბუში, ატლანტაში. გადასაღებ მოედანზე დაბოდიალობდი და არაერთ კადრში მოხვდი. შენ ჩემთან ერთად ყველა გამარჯვებისა და დაცემის დროს იყავი, მაგრამ შენთვის სულ ერთი იყო, მხოლოდ ის გინდოდა ჩაგხუტებოდი, მოგფერებოდი, წაგთამაშებოდი, მუცელი მომეფხანა და რამე გემრიელით გაგმასპინძლებოდი. ყოველ ღამით ჩემს გვერდით მოკალათდებოდი ხოლმე და დილაობით აბაზანაში რომ მივდიოდი ფეხებს მილოკავდი. როდესაც სადმე უშენოდ მიწევდა წასვლა და ღამით ვერ ვიძინებდი, ბალიშს ვეხუტებოდი და წარმოვიდგენდი რომ ეს შენ ხარ. ჩემი განქორწინების, მარტოობის და ქაოსის დროს ჩემს გვერდით მუდმივად მხოლოდ შენ იყავი. მიყვარხარ, მეგობარო. მადლობა, რომ უკეთეს ადამიანად მაქციე." დაწერა რეჟისორმა.