პარაზიტი

კორეელმა იუთუბერმა Sims 4-ში ფილმ "პარაზიტის" სახლის რეპლიკა ააგო

კორეელმა იუთუბერმა, გეიმერმა და არქიტექტორმა სახელით Simkoongarchitect ვიდეოთამაშ Sims 4-ში იმ სახლის ვირტუალური ასლი ააგო, რომელშიც ფილმ პარაზიტის მოქმედების ძირითადი ნაწილი ვითარდება.

შემდეგ მან იუთუბის საკუთარ არხზე ორი ვიდეო ატვირთა. აქედან ერთში ნაჩვენებია პროცესი, თუ როგორ აგებს ის სახლს, მეორეში კი ვირტუალურ ტურს აწყობს მის შიგნით.

კორეულმა ფილმმა პარაზიტმა 2019 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო მიიღო, 10 თებერვალს კი ოსკარებზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, ფილმის რეჟისორმა ჯუნ ჰო ბონგმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მოიგო. პარაზიტს ერგო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისთვისაც.

სახლის აგება:

ვირტუალური ტური სახლში:

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=194&v=pRxML9ioRwE&feature=emb_title]

კომენტარები