არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციასთან თანამშრომლობის საჩვენებლად პარლამენტის თავმჯდომარე ფოტოებს აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს, ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციაში გადასულ დეპუტატებს.

"ქვეყანა გვაერთიანებს" - ასეთი სათაური აქვს დართული ფოტოებს, რომლებშიც არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტარებს - ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილს, გია ჟორჟოლიანს და სხვებს ესაუბრება.

როგორც ცნობილია, 17 თებერვალს არჩილ თალაკვაძე პარტია გირჩის წარმომადგენელს, იაგო ხვიჩიას შეხვდა.

მომდევნო დღეს 18 თებერვალს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვედრა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციის უმრავლესობისგან უარი მიიღო.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არც ღია და არც დახურულ შეხვედრაზე არ შეხვდებიან. ამ ფრაქციის წევრები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილიც.

კომენტარები