იზორიად დანიშვნა ელჩად

გოცირიძე იზორიაზე: საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფრად

ტაბულა

"საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფრად," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას აფასებს. ყოფილი მინისტრი გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 

"ძალიან დაცემულია, საერთოდ, ჩვენი დიპლომატიის კლასი. იზორია ფაქტობრივად ჩამოაცილეს ხელისუფლებას და როგორც ჩანს, დუმილის სანაცვლოდ მას მისცეს თავშესაფარი," - ამბობს გოცირიძე. 

იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე, მისი ძმის ვახო იზორიას კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პატრული მას აკავებს, შემდეგ კი კონკრეტულის პირების ჩარევის შედეგად ათავისუფლებს და ბოდიშსაც უხდის. კადრები მაშინ არის გადაღებული, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ასევე ისმის, როგორ ემუქრება "ფორმის გახდით" იზორიას ძმა პოლიციელებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს და დააქვეითეს.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იზორიას ელჩად დანიშვნა ამ კადრების გავრცელებამდე განიხილებოდა და კადრებს "ნეგატიურ PR კამპანიას" უწოდებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა. სამინისტროს განცხადებამდე 27 იანვარს იზორიამ ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში თავად თქვა, რომ ის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებდა და ელჩად ინიშნებოდა. 

კომენტარები