ხვალ, 21 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





