ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება

ბოკერია მერაბიშვილზე: მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ იჯდეს ციხეში

ადამიანი 7 წელი იჯდა მარტო საკანში და გამოვიდა, არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი.

[ვანო მერაბიშვილი] იყო პოლიტპატიმარი, მისი მაგალითი უნდა იყოს მომავლის გაკვეთილი ყველა მომავალი მთავრობებისთვის, რომ საკუთარი ოპონენტების მიმართ ასე არ შეიძლება, მოიქცე და არ უნდა მოიქცე. ნებისმიერ შემთხვევაში კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ იჯდეს ციხეში. ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოთი და დევნა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, იმ მომენტში არსებულ ხელისუფლებას პოლიტიკურად ვინ აწუხებს და ვინ - არა. ეგ არის კანონის უზენაესობის საპირისპირო რამ

რაც შეეხება ვანოს პოლიტიკურ გეგმებს, როგორც ერთი საათის წინ, ისე ახლაც, მის ნაცვლად მე, რა თქმა უნდა, ვერ ვილაპარაკებ

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ე.წ მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვა

კომენტარები