ეკონომიკური რეგულაციები

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო

დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს შევიდა. 

"ზოგადად აღნიშნული სექტორისთვის რეგულირება არ არის უცხო და უკავშირდება იმ რისკებს, რომელიც ამ ბიზნესიდან შეიძლება მოდიოდეს - ეს არის ფულის გათეთრება და მომხმარებელთა დაცვა. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ასეთი რისკების მაქსიმალურად დაცვას ითვალისწინებს, მიუხედავად ამისა წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს თუ არა სფერო უფრო მკაცრად რეგულირებული, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით. საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორს უფრო მეტი ზიანი მოაქვს და ვერ ხდება დასახული მიზნის მიღწევა. 

ვანო მაჭავარიანის თქმით, კანონპროქტზე მუშაობა გრძელდება და ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე ახალი ინიციატივა აქვს.

"თუ უფრო დეტალებში შევალთ ამ თემის შინაარსი შემიძლია გამოვყო არაერთი მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის, კერძოდ: მოთამაშეთა რეგისტრაციის და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა რეგულაციები, რომლებიც ამცირებს ფულის გათეთრების რისკებს. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის აისახება მინისტრის მიერ აღნიშნული ცვლილები არსებულ კანონპროექტში თუ ცვლილებები ცალკე კანონპროქტად დარეგისტრირდება.

კომენტარები