ვანო მერაბიშვილის საქმე

ბოკერია მერაბიშვილის გეგმებზე: მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ, მან უნდა თქვას

რა თქმა უნდა, 8 წელი რომ ადამიანი ციხეში იჯდა, იმის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ, მან უნდა თქვას.

მე უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში მჯდომი პოლიტიკური პატიმარი არის გათავისუფლებული. ჩემი მეგობარია და ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამე მოხდა. მათ შორის, სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად, რომ ამგვარი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე იჯდეს ციხეში...

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დაუსჯელები, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა, მერაბიშვილი იყო ისეთი.

გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია, ამდენი ხნის შემდეგ მისი გათავისუფლება, ეს უნდა იყოს სიმბოლო - ივანიშვილს რომ დავამარცხებთ არჩევნებში მშვიდობიანად, ჩვენ არაფერი მსგავსი არაფერი არ უნდა ვქნათ

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე.

კომენტარები