ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

გულშემატკივრების მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოცილდეს.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება, ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

შს ყოფილმა მინისტრმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხე დატოვა.

კომენტარები