აშშ-საქართველო

სენატორ რიშის გზავნილი: უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ძალაუფლების სათანადო შეზღუდვა

Bloomberg.com

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადების თანახმად, თბილისს ეწვია კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა, რომელიც შეხვდა პრემიერმინისტრ გახარიას, მთავრობის სხვა წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კრის სოჩამ ისაუბრა "საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე".

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სოჩამ ჩამოიტანა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის "მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას."

სოჩამ აგრეთვე ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები