ემინემის სიმღერის RAP GOD-ის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

“Rap God”

ემინემის სიმღერის "Rap God"-ის ვიდეოს ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა.

47 წლის ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავმა "Rap God" 2013 წელს გამოუშვა, ვიდეომ კი გამოსვლიდან 7 წელიწადში დააგროვა მილიარდ ნახვაზე მეტი.

ტრეკი ემინემის მერვე სტუდიურ ალბომს "The Marshall Mathers LP 2"-ს ეკუთვნის და ის გინესის მსოფლიო რეკორდსმენია 6 წუთსა და 3 წამში წარმოთქმული 1,560 სიტყვის გამო.

"Rap God" ემინემის რიგით მესამე ტრეკია, რომელიც იუთუბზე მილიარდ ნახვაზე მეტს აგროვებს. მანამდე "Not Afraid" და რიანასთან ჩაწერილი დუეტი "Love the Way You Lie" იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ემინემი მეორე ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომლის ტრეკსაც მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს - პირველი Wiz Khalifa იყო, 2015 წელს ჩაწერილი ტრეკით "See You Again".

კომენტარები