ყველა მაღალი თანამდებობის პირი და ყველა შტო არის ივანიშვილის პერსონალური კონტროლის ქვეშ, არა კანონის უზენაესობის ფარგლებში, არამედ მისი პირადი დაკვეთის შესრულებელი. შოთაძის არჩევა სპეციფიურად განსაკუთრებული შეურაცხყოფაა საზოგადოებისთვის. ეს კაცი გადადგა არა იმიტომ, რომ ოპოზიციას დევნიდა, არამედ იმიტომ, რომ "ოცნების" მომხრეები და დეპუტატებიც კი იყვნენ აღშფოთებული, რაც მან და მისმა ხელქვეითებმა ჩაიდინეს ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო. იმხელა აღშფოთება, იმხელა კონსესუსი იყო, რომ მოუწია გადადგომა. მერე ამბობდნენ, გააფუჭა საქმე, მაგრამ გადადგა - ჩვენ ასეთები ვართო. ამ ტრაგედიაზე მთელი საქართველო გაერთიანდა, პოლიტიკური კონტექსტი არაფერ შუაში არ იყო. ამის შემდეგ მეხსიერებიდან წაიშალეს ეს ამბავი და ხელახლა სთავაზობენ საზოგადოებას.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს საზოგადოების მიმართ. ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად არჩევნებით და შემდეგ ძალიან ბევრი რამ შევცვალოთ.