ქართული ოცნება

ქვეყნის ამრევი, ზედაპირული, უსაფუძვლო - ოცნების ლიდერები საერთაშორი პარტნიორების კრიტიკაზე

ჯერ პროპორციული საარჩევნო სისტემის, შემდეგ კი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას საქართველოს საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 

ნახეთ, რას პასუხობდნენ ქართული ოცნების ლიდერები და დეპუტატები ამ კრიტიკას: 

  • "ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა, აი, ასეთი ინტენსივობით, არ არის მიზანშეწონილი. შეშფოთება ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, პირადად, ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც უსაფუძვლოდ გამოიხატება მათი კრიტიკა," - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი. 
  • "ნამდვილად არ უწყობს ხელს კონგრესმენების ეს განცხადებები ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორბის განმტკიცებას... თუ რამეს ხელს უწყობს, უწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. 
  • "დემოკრატია როგორ არ არის [ქვეყანაში] და კარგი იქნება, თუ ამას რეალურად შეაფასებენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე. 
  • "ზუსტად იგივე რიტორიკაა, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე. 
  • "ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ძალიან ნუ მივაჩვევთ ამ ადამიანებს, საქართველოს როგორც უნდათ, ისე გაუარ-გამოუარონ. კეთილი ინებონ, კარგად ჩაიხედონ დოკუმენტებში, კარგად ჩაიხედონ პროცესებში, მასალებში და ამის მერე გააკეთონ ეს განცხადებები" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი. 
  • "ერთერთმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ემოციურ ფონზე განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების ადგილი უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა - ციხეში,"- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე. 
  • "ვერც ერთი კონგრესმენი ვერ გვასწავლის და ვერ იქნება უკეთ ინფორმირებული ვიდრე ჩვენ," - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. 
  • "განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის ზედაპირული განცხადებები,"- ამბობს თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.
  • "საერთაშორისო პარტნიორებსაც როგორც მიაწვდიან და რასაც ხედავენ, შეიძლება უჩნდებათ კითხვები. საერთოდ, სხვა სხვის ომში ბრძენია, ჰო იცით,"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ. 
  • "2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას," - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რომან კაკულიამ. 

კომენტარები