შოთაძის მოსმენა 2020

შოთაძე: ჩემ მიმართ ბრალდებები სიცრუეა და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

ზოგადად, ჩემთვის გასაგებია ის კრიტიკა, რომელიც ისმის პროკურატურის ან მისი ხელმძღვანელის მიმართ, რაც გამომდინარეობს მძიმე მემკვიდრეობიდან, გამოწვევებიდან, ახალგაზრდა დემოკრატიიდან, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონიდან. არის შემთხვევები, როცა კრიტიკა ჯანსაღია, გასათვალისწინებელია, თუმცა ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომლებსაც საფუძვლად არაფერი უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, რომ გააკრიტიკო, როგორც იტყვიან ისროლო ტალახი და მერე ვისაც როგორც უნდა ისე უმართლებია თავი. ჩემ მიმართ დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება, თუ ბრალდება, რომლეიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან აფილირებული პირებისგან, რაც მიზნად ისახავს ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, წარმოადგენს სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციას. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე იურიდიულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები