არასრულწლოვნის მოტაცება

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს

ebru.co.ke

მარნეულში არასრულწლოვანი მოიტაცეს. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისმხობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

შსს-ში მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. უცნობია გამტაცებლის ვინაობაც.

კომენტარები