საქართველო-ევროკავშირი

თალაკვაძე: მოქალაქეებს ავუხსნით, რის გაკეთებას ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას. თავისთავად საყურადღებოა და მეგობრებთან და პარტნიორებთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას. ნებისმიერ საკითხზე ჩვენ გვექნება გახსნილი თანამშრომლობა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შევხვდებით არჩევნებში. ვინაიდან საარჩევნო წელია, ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა არის ვიმუშაოთ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი იქნებოდა დაძაბული. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა, ძირითადად თავის საარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი საარჩევნო წელს და წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ხორციელდებოდა, პირველ რიგში არის ჩვენი საზოგადოება და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნით, რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები და რის გაკეთებას ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება სტრასბურგში, ევროპარლამენტში დეკლარაციის ჩაგდებას. ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები