აშშ

აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების თავისუფლება შეუზღუდა

დონალდ ტრამპი

აშს-ს სენატმა მიიღო რეზულუცია, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების თავისუფლება ეზღუდება. რეზოლუციის მხარი 55 სენატორმა დაუჭირა, 45 სენატორმა რეზულიციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, შესაბამისად რეზულუციას მხარი ტრამპის თანაპარტიელებმაც დაუჭირეს. აქტის მიხედვით, დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ  ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად კონგრესის თანხმობა დაჭირდება, თუმცა ეს საჭიროება იხსნება თუ აშშ-ზე შშ-ზე თავდასხმის მომენტალური საფრთხე არსებობს. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეზოლუციას ვეტოს დაადებს. "ირანთან მიმართებით ყველაფერი კარგად მიდის და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის", — ამ შინაარსის ტვიტი აშშ-ს პრეზიდენტმა 12 თებერვალს გამოაქვეყნა.

რეზოლუციის მიღების მიზეზი ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობა გახდა. როგორც ცნობილია, ოპერაციის ჩატარების შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ არც სენატორები და არც კონგრესმენები.

ცნობილია, რომ ოპერაციის ჩატარების შესახებ იცოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ნეთანიაჰუს სოლეიმანის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონი საუბრის დროს შეატყობინა.

სენატამდე მსგავსი შინაარსის აქტი მიიღო, წარმომადგენელთა პალატამ, თუმცა დადგენილებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.

კომენტარები