ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თემურ აბაზოვი

თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო

ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 11:24
Instagram
tbl.ge/4fu6
დაკოპირდა

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა და მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე შარდის წასმა აიძულა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.

ამას როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც მოწმობს.


ფოტო: facebook/Temur Abazovi

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განთავსებულია პრემიერმინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ.

თემურ აბაზოვი მითითებულია დელეგაციის წევრად, როგორც ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გუშინ, 12 თებერვალს გაამართლა. აბაზოვს ბრალად არაადამიანური მოპყრობა ედებოდა - მან ელჩინ ალახვერდიევს მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სახეზე საკუთარი შარდის წასმა აიძულა.

გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს".

მარნეულის მერი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

მოგვიანებით კი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც დანიშნეს.

თემურ აბაზოვიბიძინა ივანიშვილიძალადობამარნეულის მერის საქმე

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 20:49კილაძე აბაზოვის სიაში ჩასმაზე: თუ გუნდი გადაწყვეტს, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია
  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 16:51ვოლსკი აბაზოვის სიაში ჩასმაზე: ჯანდაბა, რავი, რატომ მოიგონა
  • ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2020 - 13:40"ოცნება" აბაზოვის სიაში ჩასმაზე: არ განიხილებოდა და არც განიხილება
  • პარასკევი, 14 თებერვალი, 2020 - 21:04აბაზოვი: მერი ვიყავი, შეცდომა არ მქონდა, ალახვერდიევი სამსახურში არ მივიღე და შური იძია
  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 13:59მდინარაძე აბაზოვზე: ყოველთვის სპეკულაციური გამოდის განაჩენზე თქმა, რომ ის არაკანონიერია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პუტინმა ოკუპირებული ლუჰანსკის "სრულად გათავისუფლების" შესახებ განაცხადა - პესკოვი
შაბათი, 4 ივლისი, 2026 - 01:34

პუტინმა ოკუპირებული ლუჰანსკის "სრულად გათავისუფლების" შესახებ განაცხადა - პესკოვი

ლუკოილის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა - The Moscow Times
პარასკევი, 3 ივლისი, 2026 - 23:24

ლუკოილის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა - The Moscow Times

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ხიდი ააფეთქა, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტვირთისთვის იყენებს
პარასკევი, 3 ივლისი, 2026 - 21:51

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ხიდი ააფეთქა, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტვირთისთვის იყენებს

დღეიდან დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - GR
პარასკევი, 3 ივლისი, 2026 - 20:51

დღეიდან დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - GR

სტრასბურგმა მიშა მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - GDI
პარასკევი, 3 ივლისი, 2026 - 20:39

სტრასბურგმა მიშა მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - GDI

ყველაზე კითხვადი

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
1რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
2დუგინი: როგორც იქნა, კიევზე მიტანილი დარტყმები საკმაოდ დამაჯერებელი იყო
3Reuters: უკრაინის იერიშებით გამოწვეული დეფიციტის გამო რუსეთი საწვავს ინდოეთიდან ყიდულობს
4"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
5ზელენსკი კიევზე იერიშის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას ითხოვს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში