გიგი უგულავას დაპატიმრება

კარპენტერი უგულავაზე: ეს გაზრდის პოლარიზაციას, უამრავი კითხვა ჩნდება პოლიტიკურ მოტივაციაზე

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ, კერძოდ, ევროპულ საქართველს შორის, სადაც გიგი უგულავას ლიდერის პოზიცია უკავია. მაგრამ, ამ ყველაფრის მიღმა ჩემთვის ჩნდება კითხვები პოლიტიკურ მოტივაციაზე, თან ახლოვდება არჩევნები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი ანალოგიური ბრალდებით და თან ეს ბრალდებები ათი წლის წინანდელია, ჩნდება რეალური კითხვა ახლა რატომ წაუყენეს [ბრალი]. ეს აჩენს უამრავ კითხვას პოლიტიკურ მოტივაციაზე. მე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ასეა, მაგრამ აშკარად ასე გამოიყურება. კითხვები აქ სხვებსაც უჩნდებათ. პროცესი ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, ვსაუბრობთ დიდი ხნის წინ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე, რომლისთვისაც ბრალი წაუყენეს ოპოზიციური პარტიის ლიდერს მნიშვნელოვანი არჩევნების წინ. ეს ყველაფერი ერთად აღებული და ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემა არც წარსულში იყო და არც ახლაა დამოუკიდებელი, ნამდვილად აჩენს ვაშინგტონში კითხვებს - გვაქვს თუ არა საქმე ასეთ ცნობილ გამონათქვამთან - ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერი, ჩემი მტრებისთვის მხოლოდ კანონი.

11 თებერვალს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაზე ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები