გიგი უგულავას დაკავება

მათიკაშვილი: უგულავა პოლიტიკოსი რომ არ იყოს, მაინც იქნებოდა საუბარი პოლიტიკურ დევნაზე?

მე საზოგადოებას მივმართავ რიტორიკული კითხვით, თუ კი ეს განაჩენი იმ პირობებში დადგებოდა, რომ უგულავა პოლიტიკით აღარ ყოფილიყო დაკავებული, მაინც იქნებოდა პოლიტიკურ დევნაზე საუბარი?-  მაინტერესებს იქნებოდა თუ არ იქნებოდა? თუ იქნებოდა საუბარი მაშინ ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა და თუ არ იქნებოდა საუბარი მაშინ, არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ან პროფესიები, ან პოლიტიკური მიმართულებები, ან პოლიტიკური პარტიები, რომლის წევრები არიან ინდურგირებულნი სამართლებრივი სივრციდან. ეს ასეა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. 

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

კომენტარები