როჰინჯა მუსლიმები

ბენგალის ყურეში როჰინჯა მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი

AP

ბენგალის ყურეში ნავი გადაბრუნდა, რომელშიც როჰინჯა მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი.

ნავში 130-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. მაშველებმა 71 მათგანის გადარჩენა მოახერხეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო გემები და მყვინთავები.

ნავი ბანგლადეშისა და მიანმარის სასაზღვრო რეგიონიდან მოდიოდა, რომელსაც თავს ასობით ათასი როჰინჯა მუსლიმი აფარებს. მათი უმეტესობა კვლავ მიგრანტთა თავშესაფრებში ცხოვრობს.

2017 წელს მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. ამჟამად იგეგმება 2,000-მდე ადამიანის მიანმარში დაბრუნება.

გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად 2018 წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

2017 წელს მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები