გიგი უგულავას დაკავება

ბაქრაძე: გამოჩნდა, რომ ივანიშვილს ეშინია ევ. საქართველოსი, პირველ სამიზნედ უგულავა აირჩია

ის, რომ ივანიშვილს ეშინია ევროპული საქართველოსი, გამოჩნდა იქიდან, რომ პირველ სამიზნედ მან აარჩია გიგი უგულავა, ამიტომ ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას.

ღირსეული და ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითი ყველას მისცა გუშინ უგულავამ, ყველამ ნახა, როგორ მივიდა და შევიდა ციხეში. ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ ქართული ოცნება.

მკაფიოდ მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, ნებისმიერ არჩევნებში, რიგგარეშეში, თუ დაგეგმილში, ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები