ვანო მერაბიშვილის საქმე

ვაშაძე: ვანო მერაბიშვილზე სააკაშვილის განცხადება არ მომისმენია და კომენტარს ვერ გავაკეთებ

არ მომისმენია, არ მომისმენია, არ მომისმენია მე ეს განცხადება, ამიტომ, თქვენი სიტყვების კომენტარს არ გავაკეთებ. 

ვანო მერაბიშვილს რაც შეეხება, ადამიანმა 7 წელიწადი მოიხადა ციხეში და ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ადამიანი, რომელმაც სასჯელი მოიხადა (თუმცა, სრულიად არაადეკვატური ბრალდებით და არაადეკვატური ვადით) ის კანონის და საზოგადოების წინაშე აბსოლუტურად სუფთაა

ენმ-ის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. ყოფილმა პრეზიდენტმა TV მთავარის ეთერში თქვა - "მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ [მერაბიშვილმა]. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში".

კომენტარები