ევროკავშირის ანგარიში

ბერაია ევროკავშირის ანგარიშზე: არ გავცნობივარ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი პოზიტივია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას, ევროკავშირის გუშინ, 7 თებერვალს გამოქვეყნებული არნაგიში არ წაუკითხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ "ძალიან ბევრი პოზიტივია მითითებული".

"მე არ მქონია ჯერ შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ ანგარიშს. როდესაც გავეცნობი, ვრცელ კომენტარს გავაკეთებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშში არის მითითებული ძალიან ბევრი პოზიტივი. არ გამოვრიცხავ, რომ ანგარიშში იყოს ნახსენები ის სფეროები, სადაც არსებობს სივრცე, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის",-ამბობს ბერაია. 

ევროკავშირმა 7 თებერვალს "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" მე-4 ანგარიში გამოქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია გავრილოვის ღამეზე და მმართველი გუნდის მიერ დადებული პირობის არშესრულებაზე, რამაც "პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია". 

ანგარიშში საუბარია უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა მთლიანობაში "სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო". 

ამასთან, ევროკავშირი წერს, რომ "არსებითია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში".  

ნგარიშში საუბარია იმ ფაქტზეც, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და TV პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ პროკურატურამ საქმე 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო. 

კომენტარები