ფილიპ სკოფილდი

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ფილიპ სკოფილდმა 27-წლიანი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ გეია

ფილიპ სკოფილდი

ცნობილმა ინგლისელმა ტელეწამყვანმა, ფილიპ სკოფილდმა სტეფანი ლოუისთან 27-წლიანი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ გეია.

57 წლის ტელეწამყვანმა თავისი ორიენტაციის შესახებ განცხადება ინსტაგრამის "სთორის" მეშვეობით გააკეთა.

"არასდროს იცი რა ხდება სხვის ერთი შეხედვით სრულყოფილ ცხოვრებაში, რა საკითხებს უმკვლავდებიან ისინი, ან რა მდგომარეობაში არის მათი კეთილდღეობა - ამიტომ, თქვენ არ გეცოდინებათ რა საკითხები მიდგას მე ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი შვილებისა და ცოლის მხარდაჭერით ვამბობ, რომ გეი ვარ.

ეს არის საკითხი, რომელმაც ძალიან ბევრი გულგასატეხი საუბრები გამოიწვია სახლში. სტეფთან უკვე 27 წელია დაქორწინებული ვარ და ჩვენ ორი ზრდასრული გოგო გვყავს - მოლი და რუბი. ჩემს ოჯახს ძალიან ახლოს ვყავარ მათთან, ისინი ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ, რათა ავევსე სიკეთითა და სიყვარულით, მიუხედავად მათი შეცბუნებისა. თუმცა, მე კვლავ არ მძინავს და რამდენიმე ძალიან ბნელი მომენტი გამოვიარე.

ჩემი შიდა ბრძოლები კონტრასტში მოდის გარე სამყაროსთან, რომელიც უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს, აბსოლუტურად სწორად, იყო გეი არის მიზეზი, რომ ამაყობდე და ამას აღნიშნავდე. დიახ, მე ვგრძნობ ტკივილსა და დაბნეულობას, თუმცა ეს ნაწარმოებია მხოლოდ იმ ტკივილისგან, რაც მე ჩემს ოჯახს მივაყენე", - წერია ფილიპ სკოფილდის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფილიპ სკოფილდი ამჟამად ITV-ზე მუშაობს, სადაც მას ორი გადაცემა - This Morning და Dancing on Ice მიჰყავს. სკოფილდი ცნობილი ტელეწამყვანი BBC-ში მუშაობის დროს გახდა, როდესაც 1985 წლიდან 1993 წლამდე საბავშვო გადაცემები მიჰყავდა.

კომენტარები