ქართული ოცნება

კუჭავა: კონგრესმენები მადლიერები არიან, რომ პირადად იღებენ ჩვენგან ინფორმაციას

რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებდათ იყო ერთერთი განხილვის თემა  შეხვედრებზე, არა მხოლოდ ის საკითხები, რომელიც წერილში იქნა მითითებული, არამედ სხვა საკითხებიც და ისინი [კონგრესმენები] მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ

პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას, ამ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ქართული ოცნების დელეგაცია აშშ-ში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც მმართველმა გუნდმა ზედიზედ რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო სტრატეგიული პარტნიორებისგან

კომენტარები