თურქეთი

სტამბოლში ავიაშემთხვევის შედეგად დაშავდა 52 ადამიანი, მსხვერპლი არ არის

Reuters

5 თებერვალს თურქეთში, სტამბოლში საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში იზმირიდან გამოფრენილი პეგასუსის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დაშვების შემდეგ ბილიკს აცდა და სამ ნაწილად გადატყდა.

შემთხვევის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 177-ვე ადამიანი გადარჩა. სტამბოლელი მაღალჩინოსნის ალი იერლიკაიას თქმით, დაშავდა 52 ადამიანი და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავი სტამბოლში იზმირიდან ჩაფრინდა.

პროკურორებმა შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყეს.

აეროპორტი დროებით დაიხურა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე. ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თვითმფრინავები სტამბოლის აეროპორტში გაგზავნეს.

daily sabah წერს, რომ დღის განმავლობაში ქალაქში სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარი და ნალექი იგრძნობოდა.

კომენტარები