კარლო კოპალიანი

"მადლობა ბატონ გახარიას, ბატონ ბიძინას, კახის" - კოპალიანს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს , რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. 

მადლობა მედიას, ჟურნალისტებს ობიექტური და მართალი ინფორმაციის მიწოდებისათვის. მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გახარიას და მის კაბინეტს, ჩვენთან ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მადლობა პარლამენტს, ჩემს კოლეგებს. 

მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენს ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა თავის დროზე და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის , რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.

კომენტარები