დეკლარაციები

2019 წელს მშობელმა ნინო წილოსანს 150 ათასი ლარი აჩუქა

ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა 2019 წელს მშობლისგან საჩუქრად 150 ათასი ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.

ბოლო სამი წლის განმავლობაშ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეპუტატი მშობლისგან საჩუქრად თანხას იღებს. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს მშობელმა 50 ათასი ლარი აჩუქა, ხოლო 2018 წელს 100 ათასი.

ჯამურად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნინო წილოსანს მშობელმა 300 ათასი ლარი აჩუქა. ნინო წილოსანის მიერ შევსებული დეკლარაციით მეუღლესთან ერთად იგი ფლობს 5 ბინას თბილისში, 2 არასცხოვრებელ ფართს და 2 მიწის ნაკვეთს. 

2019 წლის განმავლობაში წილოსანმა ხელფასის სახით 57,792 ლარი აიღო ამის გარდა, წილოსანმა ორი ფართის იჯარით 47 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 34,200 ლარი მიიღო ნინო წილოსანმა შპს მკურნალისგან, რომელშიც 52%-ით საკონტროლი პაკეტს ფლობს. 

დეკლარაცია დეპუტატმა გუშინ, 4 თებერვალს შეავსო.

კომენტარები