პარლამენტი

ბესელია: ოპოზიციის მოთხოვნებს ვიზიარებ, თუმცა მიმაჩნია, რომ პარლამენტი არ უნდა დავტოვოთ

ზოგადად, მე იმ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, რასაც ოპოზიცია აყენებს. ეს სამართლიანი მოთხოვნებია, თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია და ჩვენ ვინც ვართ პარლამენტის წევრები, აქ უნდა გამოვიყენოთ ოპონირებისთვის ეს ტრიბუნა, ხოლო ვინც არ არის პარლამენტის წევრი და ბევრია ასეთი, ის ბუნებრივია სხვა სივრცეს და სხვა ადგილს იპოვის პროტესტის გამოსახატად. 

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არ უნდა დავტოვოთ საპარლამენტო ტრიბუნა და განცხადების გაკეთებას ვაპირებ სწორედ ამ თემაზე

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე შესვლის წინ ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო ოპოზიციამ, ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები