ლელო

ხაზარაძე: საქართველოში 77 000 მოშიმშილე ბავშვია და ქართულმა ოცნებამ პრობლემა ვერ გადაწყვიტა

მამუკა ხაზარაძე
ლელო

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს და ეს პრობლემა ქართულმა ოცნებამ ვერ გადაჭრა. ამის შესახებ ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"ღია ოფისიდან ბრიფინგებს ვაგრძელებთ იმ ინტენსიური სასამართლოს პროცესების ფონზე, რომელიც მუშაობის დროს არ გვიტოვებს. ჩვენი ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც უკვე შექმნილია წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერ გადაწყვიტა ვერანაირად ქართული ოცნების ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი"- ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ირაკლი კუპრაძემ და გრიგოლ გეგელიამ აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ პრობლემის მოგვარების გზა მეტი სამუშაო ადგილების შექმნაა და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

"ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელში სრულად აღმოფხვრის ბავშვთა შიმშილიანობას შემდეგი ნაბიჯებით – სწრაფი ეკონომიკური სვლა და სამუშაო ადგილები"- თქვა გეგელიამ. 

კომენტარები