ხვალ, 3 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას, მთავარანგელოზის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის, მცხეთის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის და მუხრანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





