სერგი კაპანაძე

კაპანაძე: მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის ცხვრისკენ იწევდაო, ასეა ჩვენი ხელისუფლება

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კიდევ ცხვრიკსენ იწევდა, არიქა გამექცაო, ასეა ჩვენი ხელისუფლება. ყველა გზავნილი, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორებისგან მოდის, მარტო ამერიკელებზე აღარაა საუბარი, კონგრესი, სენატი, დღეს ევროსაბჭო, აქამდე ევროპარლამენტარები და კიდევ იგეგმება მსგავსი განცხადებების გაკეთება, იქ მთავარ 2 რამეზე ესაუბრებიან ხელისუფლებას, ერთი, რომ შეწყვიტონ ძალადობა და პოლიტიკური დევნა, მეორე, რომ უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები. ამის პარალელურად ესენი [ქართული ოცნება] აგრძელებს იგივეს, ოპოზიციის დევნას, ხაბეიშვილისთვის ბრალის წაყენება ამის ბოლო ეპიზოდია. აგრძელებენ ძალადობას, რაც გვარამიას შემთხვევაში იყო. ასეთი მდგომარეობაა, რომ მთლიანად ხდება ხელისუფლების თვითიზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ასევე ქართველი ხალხისგან.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები