სერგი კაპანაძე

კაპანაძე სუბელიანის ფარულ ჩანაწერზე: ეს ყველაფერი კომისიის რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო

ის, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა კონკრეტული კომპრომატები ნათელი იყო. ჩვენ კომისიის დასკვნაში პირდაპირ ჩავწერეთ რომ დასადგენი იყო მიზეზები, თუ რის გამო აკეთებდა ამას ყველაფერს ხელისუფლება. სამი მიზეზი ჩამოვთვალეთ, ეს იყო ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, ეს იყო მისი პირადი კავშირები შოთაძესთან, თუ რაიმე სხვა. კომისიის დასკვნამ და რეკომენდაციებმა ააფორიაქა ეს ამბავი. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულიყო გამოძიება. იმაზე, რომ მან მისცა ცრუ ჩვენება, და ამაზე გაბრაზდა და ახლა ამოიყარა ეს ყველაფერი. ის, რომ ეს ბიჭები ყველანი შეყრილი იყვნენ პოლიციაში, მათ მიმართ რომ იყო ფიზიკური ძალადობა გამოყენებული, ეს ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ რუსთავი 2-ზე გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები