თრეილერები

The Plot Against America: სერიალის თრეილერი გამოვიდა

The Plot Against America ფილიპ როტის იმავე სახელწოდების რომანის ტელეეკრანიზაციაა, რომელიც აშშ-ს ალტერნატიულ ისტორიას გვთავაზობს. სერიალისგან The Man in the High Castle განსხვავებით, ამ შოუში ნაცისტები მსოფლიოს არ დაიპყრობენ, თუმცა სახელმწიფოს მეთაური მსგავსი იდეების მატარებელი ადამიანი გახდება.

სიუჟეტის მიხედვით აშშ-ში ძალაუფლებას ხელში იზოლაციონისტი ჩარლზ ლინდბერგი ჩაიგდებს, რომლის ქვეყნის სათავეში მოსვლა ანტისემიტიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტი საჯაროდ გამოაცხადებს, რომ ებრაელები აშშ-ს მეორე მსოფლიოში ჩართვას განზრახ ცდილობენ და ადოლფ ჰიტლერთან შეთანხმებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც აშშ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება. 

სერიალი HBO-ზე 16 მარტს გამოვა. 

კომენტარები