აშშ

2014 წლის შემდეგ აშშ-ში პირველად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში. ამის ძირითადი მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებისგან სიკვდილიანობის შემცირებაა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 

საბოლოოდ, 2018 წლის განმავლობაში აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 0,1 წლით, 78 წლამდე და 7 თვემდე გაიზარდა. აშშ-ის ნაციონალურ ჯანმრთელობის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უნებლიე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2018 წელს 2,8%-ით შემცირდა. 

ბოლო წლის განმავლობაში ამერიკაში ე.წ. ოპიოიდების კრიზისი მძვინვარებდა, რომელიც 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში აშშ-ში არნახულად გაიზარდა გაყიდული ოპიოდური ტკივილგამაყუჩებლებისა და ძლიერმოქმედი პრეპარატების გაყიდვები. ასევე, რეკორდულად გაიზარდა, დამოკიდებულთა რიცხვიც, შედეგად ბოლო 20 წლის განმავლობაში ნარკოტიკების ზედოზირებისგან აშშ-ში 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

სწორედ, გახშირებული ზედოზირება იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების მთავარი მიზეზიც. შემცირდა კიბოთი და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილოანობაც. სწორედ, ამ დაავადებების შედეგად კვდება ყველაზე მეტი ადამიანი. 

ამავდროულად, 10%-ით გაიზარდა სინტეთიკური ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამგვარი ნივთიერებებითთ გამოწვეული სიკვდილიანობა 1999 წლის შემდეგ მუდმივად იზრდება. ამავდროულად, 1,4%-ით მოიმატა სუიციდის შემთხვევებმაც. 

გაუმჯობესების მიუხედავად, აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჯერ კიდევ ჩამორჩება OECD-ის ქვეყნბის საშუალო მაჩვენებელს. კლუბის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 80 წელს აღემატება.

კომენტარები