კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-ის 2019 წლის მოსაზრებებისა და ღირებულებების კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59%-ს ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა არ აქვს.
10 წლის წინ, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 67% იყო.
- 2019 წელს გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობს
- 16% - საშუალო დონეზე;
- 18% - დაწყებით დონეზე;
რაც შეეხება რუსულ ენას - 2019 წელს გამოკითხულთა შორის:
- მაღალ დონეზე ფლობს - 23%;
- საშუალო დონეზე - 38%;
- დაწყებით დონეზე - 26%
- რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა არ აქვს 13%-ს.
CRRC-იმ საველე სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოპასუხების დონე 36%-ია. გამოიკითხა 2 317 რესპონდენტი;
ცდომილება:
5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 0.7%
10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 2.7%
25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 3.7%
50% - ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/ - 4.1%