კორონავირუსის გამო აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა

კონორავირუსის გამო, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უილბურ როსის ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგება, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დასტაბილურდება. როსის ვიზიტი ჩინეთსა და აშშ-ის შორის მიღწეულ შუალედურ შეთანხმების რეალიზაციას უკავშირდებოდა. 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით ჩინეთმა მომდევნო წლების განმავლობაში 200 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის შეძენის ვალდებულება აიღო. მათ შორის ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, რაც მხარეთა შორის მწვავე უთანხმოების საკითხს წარმოადგენდა. 

შეთანხმებას ხელი 15 იანვარს, ვაშინგტონში მოეწერა. აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე 15 და 25%-იანი დამატებითი ტარიფი დააწესა. 

ახალი კორონავირუსის ეპიდამია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროისთვის ახალი ვირუსის შემთხვევები მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში შეინიშნება. დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 6 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 130 ადამიანი.

კომენტარები