აქცია ავლაბრის რეზიდენციასთან

ავლაბრის რეზიდენციასთან პრემიერმინისტრის გამოსვლის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის პარალელურად, ავლაბრის რეზიდენციასთან სამოქალაქო მოძრაობების და "შეცვალესა" და "სირცხვილიას" აქტივისტები აქციას მართავენ. ფორუმი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. 

აქტივისტები მმართველი გუნდის წევრებს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.  

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს სურდათ, ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" რეზიდენციის ჭიშკართან გაეშალათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. 

"სირცხვილიას" აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება თავისი დანაშაულებრივი რეჟიმით პროტესტის გარეშე ქვეყანაში ვერ იმოძრავებს." მაქარაშვილის თქმით, აქტივისტების პროტესტს რეზიდენციასთან გასაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფორუმს ელჩები ესწრებიან. 

 

კომენტარები